დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ კიზილაჯლოში შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
04 ივნ 2020
 

დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტურქურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კიზილაჯლოში შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე შეაფასა.

პროექტის ღირებულება 469 000 ლარს შეადგენს და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სოფელ კიზილაჯლოში ამ დრომდე არ არსებობდა გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა, პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა შეძლებს კომფორტულ გადაადგილებას კეთილმოწყობილ გზაზე.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2382
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები