დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიას 500 ერთეული სახის დამცავი ფარი UNDP-მა გადასცა
19 მაი 2020
 

✔️დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას 500 ერთეული სახის დამცავი ფარი UNDP-მა გადასცა.

✔️დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა, მუნიციპალიტეტში მოქმედ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს სახის დამცავი ფარები გადასცა.

✔️აღსანიშნავია, რომ დმანისის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა მიმდინარე წლის 8 მაისს. სავაჭრო დაწესებულებაში სრულადაა დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, რასაც ზედამხედველობას უწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები.

✔️ბაზრის ადმინისტრაცია COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოფს მომხმარებელთა ნაკადის დაცვას, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი შესაბამისი ნიშნების მითითებით გაიმიჯნა. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია ხორციელდება ინტენსიურად, ხოლო ბაზრის ფუნქციონირების განახლების შემდეგ, ტერიტორიაზე მყიდველები პირბადის და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან.

✔️Covid-19-ის საწინააღმდეგო პრევენციის ღონისძიებები გრძელდება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2998
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები