დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელ მთისძირში
19 მაი 2020
 

დმანისის მუნიციპაიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
✅დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში წყლის სათავე ნაგებობის, შემკრების/რეზერვუარისა და მაგისტრალური ხაზის მოწყობის სამუშაოების პროცესი ადგილზე პირადად შეაფასა. პროექტის ღირებულება 1`068 169 ლარს შეადგენს.

✅სასმელი წყალით უზრუნველყოფილი იქნება დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი: ამამლო, ბაზაქლო, მამიშლო, ვაკე, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი, ჯავახი.

‼️პროექტის განხორციელდება ორ ეტაპად.
➡️პირველი ეტაპი: სათავე-ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და რეზერვუარის
პროექტირება.
➡️მეორე ეტაპი: რეზერვარის ტერიტორიაზე წყლის გაუსნებოვნების შენობა და
ტექნოლოგია და ქსელის მოწყობა სოფლებამდე. ასევე სოფლების შიდა ქსელების კვლევა და
გამრიცხველიანება, SCADA-ს სისტემის მოწყობა.

✅ადგილზე, სამუშაოები, კორონა-ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3839
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    ივნ 15 ორშ 2026
    478
    ივნ 08 ორშ 2026
    501
    მაი 22 პარ 2026
    1393
    მაი 15 პარ 2026
    1373