დმანისის მუნიციპალიტეტში, კორონოვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესაბამისად, დიალიზის საჭიროების მქონე პირებს სპეციალური თანხა გამოეყოთ.ამის შესახებ დმანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ასევე, სპეციალური სატრანსპორტო რესურსი გამოიყოფა საავადმყოფოს ექიმებისთვის, რათა 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.“დიალიზის საჭიროების მქონე პირებს, რომლებიც ცხოვრობენ დმანისის მუნიციპალიტეტში და სამედიცინო მომსახურებას იღებენ დმანისის მუნიციპალიტეტის გარეთ, გამოეყოთ სპეციალურად თანხები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შეუფერხებელი გადაადგილება, სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით. ასევე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დმანისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავადმყოფოს ექიმებისათვის სპეციალურად გამოიყო სატრანსპორტო რესურსი, რათა 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე”, – განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.
სიახლეები
ივნ 15 ორშ 2026
478
ივნ 08 ორშ 2026
504
ივნ 16 სამ 2026
480
მაი 22 პარ 2026
1393
მაი 15 პარ 2026
1373

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 








































