დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადენზიფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
04 მარ 2020
 

დმანისის მუნიციპალიტეტიში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადენზიფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დეზინფიცირება ჩაუტარდათ მუნიციპალიტეტში არსებულ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს, სამუსიკო სკოლას, სათნოების სახლს, სპორტულ სკოლას, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას უწევს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში, სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე კვლავ ჩატარდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1751
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები