მიმდინარე წლის 11 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის რეფორმის ფარგლებში კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებების თაობაზე, თვითმმართველობის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან ერთად.
სიახლეები
თვითმმართველობის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
11 თებ 2020
მნახველთა რაოდენობა: 1617
სიახლეები







