დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო
15 იან 2020
 

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, დღეს დმანისის მუნიციპალიტეტში ამამლოს, ტყისპირისა და ბაზაქლოს მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

აღნიშნეს რომ, მნიშვნელოვანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და პირველი რიგის აუცილებელ საჭიროებებს მოხმარდეს.

ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე, განიხილეს სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებები და იმსჯელეს მათი გადაწყვეტის გზებზე.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სოფლების პრიორიტეტია გარე განათების სისტემის მოწყობა, შიდა გზების მოხრეშვა და რიტუალების სახლის მოწყობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2032
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები