დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში ღია შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
09 ნოემ 2019
 

ღია შეხვედრები, რომელიც მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენას ემსახურება დმანისის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.

დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები ადგილობრივებთან შეხვედრებს მართავენ, სადაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები დიალოგის ფორმატში განიხილება. ამჯერად შეხვედრები დაგარახლოს, იფნარის კიზილაჯლოს,საჯის, ახალი და ძველი გოდაგდაგის მოსახლეობასთან გაიმართა.
კახაბერ ოქრიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად განხორციელდა, ან მომავლისთვისაა დაგეგმილი. 
აღსანიშნავია, რომ მსგავისი ტიპის შეხვედრების ციკლი დმანისის მუნიციპალიტეტში პერმანენტულ რეჟიმში გრძელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1886
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები