დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
29 ოქტ 2019
 

დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

ამ ეტაპისთვის დასრულდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახში შიდა გზის და ქალაქ დმანისში სიონის ქუჩის მე6 ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის ღირებულება 115 593 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გზამშენი 2014" ასრულებს.

„დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად მიმდინარეობს, ვაგებთ გზებს, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, კეთდება სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, ტროტუარები, წესრიგდება საგზაო ინფასტურქტურა იმ სოფლებში და არა მარტო, სადაც აქამდე არ არსებობდა, მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას იმისათვის, რომ უკეთესი პირობები ჰქონდეთ და ის რაც დავპირდით, შევასრულოთ ბოლომდე, ამიტომაც კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს უკეთესი საცხოვრებელი პირობები,“ - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტსი მერმა, გიორგი ტატუაშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1501
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები