დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა მიულოცა
16 სექ 2019
 

საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა მიულოცა.

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ბაღის შენობა დაათვალიერა.

სასწავლო წელი ძალიან ორგანიზებულად დაიწყო და ბავშვებს დღეს ყველგან არაჩვეულებრივი გარემო დახვდათ. დმანისის მერიას საბავშვო ბაღების განვითარების კუთხით მრავალი საინტერესო გეგმა და პროექტი აქვს, შესაბამისად ბავშვებს და მათ მშობლებს ბევრი სასიამოვნო სიახლე ელით წინ.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საბავშვო ბაღში ახალი საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2280
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები