დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა "ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენლებთან
31 ივლ 2019
 

დმანისის  მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 31 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ"  წარმომადგენლებმა, საინფორმაციო სახსიათის შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრას წარუძღვნენ მოწვეული ექსპერტი თენგიზ ფხალაძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილი.

აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა  "დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში" პროექტის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულების გაზრდას და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია " პირველი ევროპელის" მოხალისე ახალგაზრდები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1906
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები