დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

"არტ-გენი" 2019 დაიწყო!
10 ივლ 2019
 

"არტ-გენი" 2019 დაიწყო! საერტაშორისო ფესტივალი "არტგენი-2019" -ის ფარგლებში ქ.თბილისში ღია ცის ქვეშ ,კუს ტბის მიმდებარედ ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიზე გამართულ მე-16 ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო ააიპ"დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა" .

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ხატვის,რეწვის და ხეზე კვეთის წრეების აღსაზრდელთა და პედაგოგების ნამუშევრები, ასევე ეთნოგრაფიული მასალა. საღამოს დასკვნით კონცერტზე,სადაც გამოდიოდნენ გურიისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, მაყურებლის წინაშე საინტერესო რეპერტუარით წარსდგა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "შგარიდა".

„არტ-გენი“, ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი, ეწყობა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. საფუძველი ჩაეყარა როკ-მუსიკოს ზაზა კორინთელის („ზუმბა“) ინიციატივით 2004 წ. ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2551
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები