დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კოოპერატივებს ტექნიკა 25 წლიანი იჯარით გადაეცა
21 აპრ 2019
 

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „მოურავი“ „მთის ძირი“ „იმედი“ და „ბოსლები“ სასოფლო სამეურეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ტატუაშვილთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის. 
კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2000 ჰა-მდე სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3275
 
 
 
სიახლეები
 

    2026 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    აპრ 30 ხუთ 2026
    246
    აპრ 28 სამ 2026
    242