დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გიორგი ტატუაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
13 თებ 2019
 

13 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

თათბირზე ისაუბრეს სოფლებში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

მერმა წარმომადგენლებს ადგილობრივების საჭიროებების შესწავლა, მოსახლეობის მიმართვებზე სწრაფი რეაგირება და მათთვის მერიაში მოქმედ პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

შეხვედრაზე ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება ან იგეგმება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2138
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები