დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი განახლდა მინდა თითოეულ პატარას მივულოცო დღევანდელი დღე, მივულოცო მათ მშობლებსა და პედაგოგებს. აღსანიშნავია რომ რეაბილიტირებულია დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული რვავე სააღმზრდელო დაწესებულება.
01 სექ 2016
 

-  გოგი ბარბაქაძე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი

 

მინდა თითოეულ პატარას მივულოცო დღევანდელი დღე, მივულოცო მათ მშობლებსა და პედაგოგებს. აღსანიშნავია რომ რეაბილიტირებულია დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული რვავე სააღმზრდელო დაწესებულება. კაპიტალურად გარემონტდა სამზარეულოები და საპირფარეშოები, მთლიანად შეიცვალა საკანალიზაციო და წყლის სისტემა, სამზარეულოებში დამონტაებულია წყლის გამაცხელებელები და გამწოვები, ყველა საბავშვო ბაღში მოძველებული კარ-ფანჯარა შეიცვალა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, ქ.დმანისის N1 , N2 , სოფ: მაშავერის, გომარეთის, განთიადის საბავშვო ბაღებში შეიცვალა სახურავები, ხოლო სოფ: ვარდისუბნის და ჯავახის საბავშვო ბაღებს ჩაუტარდათ შიდა  რემონტი. დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ნამდვილად ზრუნავს ბაღების კეთილმოწყობასა და ყველა იმ პირობის შექმნაზე რაც აუცილებელია ბავშვების ჰარმონიული აღზრდა-განვითარებისათვის, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებში სააღმზრდელო დაწესებულებებში მოიმატა აღსაზრდელთა რაოდენობამ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2220
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები