დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დმანისის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ აღინიშნა
01 ივნ 2016
 

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრში საზეიმოდ აღინიშნა. ბავშვებს ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა. საჰაერო ბუშტებით და ფერადი ქაღალდებით საზეიმოდ მორთეს სკვერის მიმდებარე ტერიტორია, პატარებმა ფერადი ცარცების გამოყენებით მოხატეს მოედანი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა. ბავშვებმა შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები. .კონცერტი დასრულდა მულტფილმის ჩვენებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3935
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები