დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიის მხარდაჭერით დმანისში სულხან-საბა ორბელიანის 360 წლის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა
06 ნოემ 2018
 

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეზე, ზიაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დმანისში საიუბილეო წლის მთავარი ღონისძიებები გამართა.

ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში წარმოდგენილი იყო სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ექსპონანტები. მუზეუმის თანამშრომლებმა გააკეთეს მოკლე მიმოხილვა სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

სცენაზე სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,სიბრძნე სიცრუისა“ გათამაშდა. რეჟისორი: თამარ ხიზანიშვილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2773
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები