დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გუბერნატორმა მოსახლეობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა
08 ოქტ 2018
 

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, დმანისის  მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.

მხარის გუბერნატორი, მოადგილესთან ზაურ დარგალთან, დმანისის მუნიციპალიტეტის მერ, გიორგი ტატუაშვილთან,  მერის პირველ მოადგილე ბადრი სუბართან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ დიდი დმანისის, პატარა დმანისის, ამამლოსა და კარაბულახის მოსახლეობას შეხვდა.

გუბერნატორმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა მათი საჭიროებები და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმსჯელა მათი მოგვარების გზებზე.

ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წყალმომარაგების საკითხია. შოთა რეხვიაშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას მოსახლეობას, ამ მიმართულებით, დაგეგმილი ღონისძიებები, კონკრეტულად კი ,,ორმოცწყარო-მაშავერას“ მასშტაბური პროექტის დეტალები გააცნო. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი იქნება 7 ათასი აბონენტი.

საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრიქტურის გაუმჯობესებასაც. მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მოსახლეობასთან ერთად განიხილეს ყველა საჭიროება, რაც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა გაიმართა ქ. დმანისის,  26 მაისის ქუჩის მცხოვრებლებთან სადაც მოინახულა  მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები

შოთა რეხვიაშვილმა, შეკრებილ მოსახლეობას, საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო რეგიონის განვითარების მიმართულებით,ასევე მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2358
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები