დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილთან ერთად კომპანია RMG-ის საწარმოო ობიექტები დაათვალიერა.
29 აპრ 2026
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილთან ერთად კომპანია RMG-ის საწარმოო ობიექტები დაათვალიერა.
თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს 4 თანამედროვე გამწმენდი ნაგებობა, რომლებიც მდინარეების ფოლადაურის, კაზრეთულასა და მაშავერას დაბინძურებისგან დაცვას უზრუნველყოფს. დაათვალიერეს მე-2 სანაყაროზე განხორციელებული გამწვანების სამუშაოები და გაეცნენ კომპანიის სანერგე მეურნეობის ოპერირების პროცესს. კომპანიამ წარმოადგინა მტვერდამჭერი სისტემები და გზების მორწყვის სპეციალური მექანიზმები, რომლებიც მავნე ნივთიერებების გაფრქვევას უშლის ხელს.
ასევე დაათვალიერეს მშრალი კუდსაცავის ახალი პროექტი, რაც ნარჩენების მართვის უფრო უსაფრთხო მეთოდია.
გასვლითი ღონისძიება არემჯის და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით დაიგეგმა და მისი მიზანი იყო კომპანიის გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მხარეებისათვის.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 246
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
146
აპრ 28 სამ 2026
142