ქალაქ დმანისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა დაათვალიერეს.
ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს კულტურის სახლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში უკვე შეიცვალა შენობის შიდა კომუნიკაციები, მათ შორის ცენტრალური გათბობის სისტემა, კეთილმოეწყობა სამუშაო ოთახები და ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა სივრცის სრული განახლება.
პროექტი დასკვნით ეტაპზეა და მისი ღირებულება 120 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.