ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია.
ღონისძიება სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა და ქართული ენის დაცვისა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, მიმოიხილა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონე წლიდან წლამდე უმჯობესდება.
ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილიც ესწრებოდა.