მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ნობათი დაარიგა
მერიის სააღდგომო ამანათი სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 150 ოჯახს გადაეცა.
სადღესასწაულო ამანათების დარიგებაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იღებდნენ.
მერმა მოსახლეობას აღდგომის მოახლოებული
დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მსგავსი სახის სოციალურ აქტივობებს ინტენსიურად ახორციელებს.