დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

"აგვისტოს ომი-ჩვენი ისტორიაა!"
08 აგვ 2018
 

8 აგვისტო - 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

 საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი შეიმკო ყვავილების გვირგვინით და ანთებული სანთლებით. 

მემორიალი გვირგვინით შეამკო დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მეტრეველმა.

ღომისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი,დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები,ასევე ქალაქ დმანისის მცხოვრებლები.

გმირთა მემორიალთან ჩატარდა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.პანაშვიდი გადაიხადა ქ.დმანისის სულთმოფენობის ტაძრის მსახურმა მამა გიორგიმ.

 გმირთა მემორიალთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საქართველოს ოკუპაციას და ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლა ,,ცოცხალი ჯაჭვით“ დააფიქსირეს.

ღონისძიებამ ჩაირა სამგლოვიარო,საეკლესიო და საბრძოლო მუსიკის ფონზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6257
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
244
აპრ 28 სამ 2026
241