დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში, პროექტი "კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს" დღეს დასრულდა
29 ივნ 2018
 

☑️დღეს დმანისში „საყდრისის კომიტეტის“ ორგანიზებით პროექტი კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს წარიმართა "დამწერლობა ქართული" და „მოხატული კერამიკა“ ქვემო ქართლის 3 მუნიციპალური ერთეულის ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის 27 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს.
ქვემო ქართლში შემეცნებითი პროექტების პრეზენტირების ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა შესთავაზეს, რომლებიც პროექტების განხორციელების ეტაპებში თანაორგანიზატორების რანგში ჩაერთვნენ. პროგრამა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტების მიერ შეიქმნა, მიზნად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არამატარიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ქართული ანბაბის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის პოპულარიზაციას ისახავს. 
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლაში პროგრამის მსვლელობისას მოზარდები გაეცნენ ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს: ასევე იმუშავეს თიხის ჭურჭლის მოხატვაზე. შემეცნებითი კურსის პრეზენტაცია სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა და საყდრისის კომიტეტის წევრებმა წარმართეს, რომელსაც ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი. 
ორგანიზაცია მადლობას უხდის დმანისის მუნიციპალიტეტს პროექტიში აქტიური ჩართულობისთვის. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ორგანიზებული იყო დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5545
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
245
აპრ 28 სამ 2026
241