დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სახალხო ზეიმი გომარეთობა დღეს საზეიმო ვითარებაში აღინიშნა
27 მაი 2018
 

დღეს სოფელ გომარეთში ტრადიციულად  სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა აღინიშნა, რომელიც ყოველთვის მართლმადიდებლური დღესასწაულის ,,სულთმოფენობისდღეს აღინიშნება. სოფელი გომარეთი ქვემო ქართლის რეგიონის ერთი-ერთი უძველესი ქართული სოფელია, რომელიც ქართული ეკლესია-მონასტრების სიმრავლით გამოირჩევა. ზეიმი დოღით დაიწყო, დოღს ჭიდაობა ჩაენაცვლა, ჭიდაობას ლახტი და ჭადრაკი.

მოეწყო ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვისნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები.

გომარეთის კულტურის სახლში გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ: გომარეთის ფილიალის ქორეოგრაფიული ანსამბლი ქციელები, სულთმოფენობის ტაძრის მგალობელთა გუნდი, რეპერი ლევან სარსევანიძე.

სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, სასულიერო პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების  სხვა წარმომადგენლებმა.

დღის განმავლობაში გამართული ასპარეზობების დროს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ქართულ ჭიდაობაში,  დოღში და ლახტში გამარჯვებულებს    დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა  დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილისა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით ცხვრები გადასცა, სხვა ასპარეზობებში გამარჯვებულებს კი ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

სასულიერო პირებს არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძეს და მღვდელთმონაზონ  ხარიტონ არეშიძეს მიენიჭათ საპატიო გომარეთელების წოდება.

აღსანიშნავია, რომ გომარეთობა უკვე 10 წელია არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ინიციატივით აღინიშნება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6553
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
243
აპრ 28 სამ 2026
241