დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

,,პირველი ევროპელი“-ს ორგანიზებით სოლო კონცერტი გაიმართა
23 მაი 2018
 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პირველი ევროპელი“-ს ორგანიზებით დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე მოწვეული იყო მგალობელ ვაჟთა გუნდი რუსთავიდან. შესრულდა როგორც საგალობლები, ასევე ქართული ხალხური სიმღერები. საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, დაინტერესებული საზოგადოება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4788
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
242
აპრ 28 სამ 2026
241