დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული საბჭოს სხდომა
25 დეკ 2017
 

25 დეკემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული სათათბირო საბჭოს დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელსაც რეგიონის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე უძღვებოდა. 

შეხვედრის მიმდინარეობისას, აუდიტორიის წინაშე თემატური ანგარიშით წარდგნენ როგორც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ასევე სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 სხდომის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონის მასშტაბით, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე. ყურადღება გამახვილდა როგორც საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომები ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ჩატარდა და მასში მონაწილეობა რეგიონში მცხოვრებმა, სხვადასხვა თემის წარმომადგენლებმა მიიღეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4835
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
237
აპრ 28 სამ 2026
240