დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ამერიკის ჯარების გენერალმა დმანისში სასწავლო და სარეაბილიტაციო სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
05 აგვ 2017
 

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ამერიკის ჯარების გენერალმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად სასწავლო და სარეაბილიტაციო სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

პროექტს ამერიკის საელჩოსა და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ახორციელებს ,,ამერიკის ჯარების ევროპული სარდლობა საქართველოში“ 770 000 დოლარის დაფინანსებით.

გოგი ბარბაქაძე - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი

-სასწავლო და სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას საფუძველი 2016 წლის 16 სექტემბერს ჩაეყარა, რომელიც გეგმა-გრაფიკით დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბერში.
დაწესებულება ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისა და ავადმყოფებისთვის, ასევე ჯარისკაცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი.

სტუმრებმა ქალაქ დმანისში არქეოლოგიური საექსპოზიციო დარბაზი, ნაქალაქარში კი ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი დაათვალიერეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4524
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
236
აპრ 28 სამ 2026
237