| მიმდინარე წლის 27 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შვეიცარიის განვითარების და განვითარების სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით გამგებლის წარმომადგენლებთან ჩატარდა ტრენინგი გენდერულ საკითხებზე. აღნიშნულ ტრენინგზე სოფლის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებისა და მამაკაცების თანაბარი დასწრების უზრუნველყოფის საკითხებზე, ასევე მოხდა შესაბამისი კანონმდებლობისა და წესების გაცნობა. – ,,დღეს ვსაუბრობთ როგორ უნდა იყოს გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის პრინციპები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და იმ საკანონმდებლო ბაზაზე, რეგულაციაზე და პრინციპებზე, რაც მათ უნდა დაიცვან. ისაუბრა შორენა ლორთქიფანიძემ, მერსი ქორფსის გენდერის ექსპერტმა". – ,,დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, მივიღეთ საჭირო ინფორმაცია, ქალების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი, მათი მოთხოვნები და საჭიროებები ისე უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც კაცების''. აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ დიდ დმანისში - კახა ტატუაშვილმა. |
სიახლეები
ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე დმანისის მუნიციპალიტეტში
27 ივლ 2015
მნახველთა რაოდენობა: 5506
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
216
აპრ 28 სამ 2026
221
აპრ 28 სამ 2026
350
აპრ 28 სამ 2026
347
აპრ 17 პარ 2026
756

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































