დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა ააიპ ,,სათნოების სახლის" მონიტორინგი განახორციელა და ბენეფიციარებსა და ,,სათნოების სახლის" ხელმძღვანელს ნინო კავლელაშვილს გაესაუბრა. ,,სათნოების სახლი'' 41 ბენეფიციარს ემსახურება. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიურად მრავალფეროვანი და ხარისხიანი საკვები მიიღონ. „სათნოების სახლში" სისუფთავეა, ძალიან კარგად გვემსახურებიან, გემრიელ საჭმელს გვიმზადებენ და ვინც აქ მუშაობს, ყველანი კარგები არიან. განსაკუთრებით ავღნიშნავ, რომ წინა წლებთან შედარებით კვება ბევრად გაუმჯობესდა, იგრძნობა უფრო მეტი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან “, – განაცხადა ააიპ ,,სათნოების სახლის" ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ფედოსია დემენტიევამ. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ფედოსია 2 წელია მონაწილეობას იღებს ,,კათარზისის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,წლის ბებია და ბაბუა", რომელიც 2016 წელს გახდა შპს ,,კრისტალი" - ს რჩეული კონკურსანტი და გადაეცა ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით.
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
210
აპრ 28 სამ 2026
213
აპრ 28 სამ 2026
342
აპრ 28 სამ 2026
334
აპრ 17 პარ 2026
753

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































