დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს გიგლა თამაზაშვილს შეხვდა
18 ნოემ 2025
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს გიგლა თამაზაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, საირიგაციო არხების აღდგენისა და განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ხორხორისა და მთისძირის წყალსაცავების რეაბილიტაცია ათეული წელია, არ ჩატარებულა.
კობა მურადაშვილის განცხადებით, მერია აქტიურად მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტის ირიგაციის პროგრამა შემუშავდეს.
მისივე თქმით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ჯამში 2000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება უზრუნველყოფილი სარწყავი წყლით.
„სამელიორაციო სისტემების სრული რეაბილიტაცია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობის ზრდისა და მიწის რესურსების ათვისებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ფერმერებს მეურნეობების შექმნასა და განვითარებაში“, - განაცხადა კობა მურადაშვილმა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2891
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
197
აპრ 28 სამ 2026
198