დედაენის დღე დმანისში
დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ხმალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ,პაატა ყულიაშვილმა და მერის მოადგილემ, არიფ სულეიმანოვმა დაწყებითი კლასების მასწავლებლები დააჯილდოვეს ფასდაუდებელი შრომისა და განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ქართული ენა ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ერთიანობის სიმბოლოა — მისი დაცვა და პოპულარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის და მრავალეროვანი საზოგადოების სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.
დედაენის დღე — ეს არის ჩვენი ენისადმი პატივისცემის, სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვა!