ფინანსთა სამინისტროში გაიმართა შიდა აუდიტორების სერტიფიცირების პროგრამის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, დაესწრო.
ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადებულ სხვადასხვა საჯარო უწყებაში მოქმედ შიდა აუდიტორებს. მათ შორის იყო დმანისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა ლაგურაშვილი, რომელმაც წარმატებით დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო კურსი.
ღონისძიებაზე საუბარი შეეხო შიდა აუდიტის მნიშვნელოვან როლს საჯარო მმართველობის გამჭვირვალობისა და მართვის ხარისხის გაუმჯობესებაში. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სერტიფიცირების პროგრამა აუდიტორებს საშუალებას აძლევს შეიძინონ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები, რაც პირდაპირ ასახავს მათ პროფესიულ განვითარებასა და საჯარო სექტორის ეფექტიან მუშაობაზე.