დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში, მერიის ინიციატიცით, ტრადიციულად იფთარის ვახშამი გაიმართა
28 მარ 2025
 
დმანისის მუნიციპალიტეტში, მერიის ინიციატიცით, ტრადიციულად იფთარის ვახშამი გაიმართა
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, რომელმაც დმანისში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობას წმინდა თვე, რამაზანი მიულოცა.
მუსლიმებისთვის რამაზანის თვე სულიერად ამაღლების, ურთიერთდახმარების და ურთიერთპატივისცემის თვეა. ისინი განსაკუთრებული მონდომებით ასრულებენ ღვთისმსახურებას, იცავენ მარხვას, ზრუნავენ ავადმყოფებზე, ეხმარებიან ობლებს და უმწეოებს.
იფთარს ესწრებოდნენ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავით შერაზადაშვილი, მუფტი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის მოადგილე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ანარ სულეიმანოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, ადგილობრივი რელიგიური და სხვა ოფიციალური პირები.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5384
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
210
აპრ 28 სამ 2026
213