დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
22 მარ 2024
 

დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომდგენელთან მასაჰირო კატოსთან და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას დირექტორთან გიორგი მესხიძესთან. იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (JICA) დაფინანსებით, საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკასა და დმანისის მუნიციპალიტეტს მხარდაჭერით, პროექტის „სათემო საბავშვო ბაღი დმანისის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, სოფელ კამარლოში ერთჯგუფიანი ალტერნატიული საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი, მერიის შესაბამისი საკურატორო სამსახურის ხელმძღვანელთან და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სამსახურის დირექტორთან ერთად. მხარეებმა ისაუბრეს სამმხრივი მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომელიც შეეხება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ალტერნატიული ცენტრის შექმნას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5552
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
232
აპრ 28 სამ 2026
233