დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" საკონცერტო დარბაზში, სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
15 აპრ 2022
 

დღეს, "ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" საკონცერტო დარბაზში, სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი-კობა მურადაშვილი დაესწრო და საზოგადოებას მისალოცი სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ისტორიკოსმა, პროფესორმა და დმანისის საპატიო მოქალაქემ, ჯუმბერ კოპალიანმა, 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანის" მიხედვით, წარმოდგენილი იქნა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ბავშვთა თეატრალური სტუდია "ბერიკების" სპექტაკლი "ჩემო კარგო ქვეყანავ".სპექტაკლში  მონაწილეობდნენ ბავშვთა ფოლკლორული სტუდიის აღსაზრდელები. ღონისძიების ფარგლებში ხატვის, ხეზე კვეთისა და რეწვის ბავშვთა სტუდიების აღსაზრდელების ნამუშევრების თემატური გამოფენა მოეწყო. ასევე საქველმოქმედო მარათონი გაიმართა, სახელწოდებით "ბავშვები ბავშვებისთვის", რომლის მიზანი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაზარალებული თანატოლებისთვის საყვარელი სათამაშოს გაგზავნა იყო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4409
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
243
აპრ 28 სამ 2026
241