დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერის წარმომადგენლის სამუშაო სივრცე ხერგიანის ქუჩაზე, დმანისის საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო
03 თებ 2022
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად დმანისელებს ქალაქ დმანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლად ილიკო (რუსვალდი) გირგვლიანი წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკაციის და მათთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ხარისხიანად მიწოდების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სამუშაო სივრცე ხერგიანის ქუჩაზე, დმანისის საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი სწორედ მისგან მოისმენს ინფორმაციას დმანისში არსებულ ვითარებაზე და ამა-თუ იმ საკითხზე გამოკვეთილ პრობლემებზე.
" დღეს, ქალაქ დმანისის მერის წარმომადგენლებს ახალი სივრცე გადავეცით, აქ მათ დახვდათ კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემო, რისთვისაც მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელობას. ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია და თითოეული წარმომადგენლისგან განსაკუთრებული მონდომება იქნება საჭირო, რომ ჩვენი ერთობლივი საქმიანობა წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული გამოვიდეს ", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ წარმომადგენლების ჩართულობით, კომპეტენციის ფარგლებში მრავალი საინტერესო იდეისა თუ პროექტის განხორციელებას შეძლებს მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3797
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
245
აპრ 28 სამ 2026
241