დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტს დამატებით ერთი ახალი დასუფთავების მანქანა და 50 ნაგვის ურნა შეემატა
25 აგვ 2021
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კიდევ ერთი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება, რომელიც მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 243 100 ლარად შეიძინა.
 "ამ ეტაპზე დმანისის მუნიციპალიტეტს სულ ორი ნაგავმზიდი ემსახურება. მესამე, ახალი მანქანის დამატების შემდეგ, კი ადმინისტრაციული ერთეულებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი.
ნაგავმზიდი მაღალი გამავლობის ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
დმანისის მერიამ დამატებით 50 ნაგვის ურნა შეიძინა, რომლებიც ქალაქის ქუჩებსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გადანაწილდება"- ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3847
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
246
აპრ 28 სამ 2026
241