დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
17 ნოემ 2019
 

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დალარის, ქვემო და ზემო ოროზმანის, მთისძირისა და ვაკის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად განხორციელდა, ან მომავლისთვისაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სოფლების მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროებებიდან,
ერთ- ერთ მნიშვნელოვან პრობლემას სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება წარმოადგენდა.

ამ ეტაპზე დასრულებულია ორმოცწყარო მაშავერის პროექტის მომზადება, რომლის განხორციელებაც სრულდ მოაგვარებს სოფლებში წყლის პრობლემას. ქალაქ დმანისსა და მის 19 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. ასევე დასრულებულია გარე განათების სისტემის მოწყობა, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვემო ოქოზმანის ამბულატორიის კეთილმოწყობა.

ამბულატორია, რომელიც მოემსახურება შემდეგ სოფლებს: დალარი, მთისძირი, ქვემო, ზემო ოროზმანსა და ვაკეს, ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების პირებისათვის.

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და ყველა სოფელს მოიცავს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3189
 
 
 
სიახლეები
 

2026 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
სიახლეები
აპრ 30 ხუთ 2026
246
აპრ 28 სამ 2026
242