დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-05-29

1 ივნისს-ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 
11:00 საათზე ა(აიპ) ,,სათნოების სახლი" - ს ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება, ღონისძიებაზე მისულ ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
13:00 საათზე ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ააიპ "დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახური"-ის დაქვემდებარებაში შემავალი საბავშვო ბაღების აღსაზრდელები.

ვრცლად
2018-05-25

დმანისის ახალგაზრდული ცენტრი15:00 საათზე ატარებს ინტელექტუალურ კონკურსს - სახელწოდებით "ჩვენ ვსწავლობთ გეოგრაფიას". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა საჯარო სკოლას (სურვილის მიხედვით).
კონკურსი ჩატარდება გუნდური პრინციპით, რაც გულისხმობს, რომ თითოეული სკოლის მე 10 -11 კლასიდან შეირჩევა სამი მოსწავლე (სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით. კითხვები, რომლებიც ამ კონკურსში იქნება გამოყენებული მომზადებულია ბაქსვუდის სკოლის გეოგრაფიის კათედრის ხელმძღვანელის - ლიზი გადრანის მიერ. კონკურსის გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ენციკლობედიებითა და სიგელებით.

ვრცლად
2018-05-25

სახალხო დღესასწაული ,,გომარეთობა“ 27 მაისი 12:00 საათი
ჩატარების ადგილი - სოფელი გომარეთი - კულტურის სახლი.

გომარეთის კულტურის სახლში გაიმართება ღონისძიება სადაც მონაწილეობას მიიღებენ: გომარეთის ფილიალის ქორეოგრაფიული ანსამბლი ქციელები, სულთმოფენობის ტაძრის მგალობელთა გუნდი, რეპერი ლევან სარსევანიძე.
მოეწყობა ააიპ ,, დამანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ სტუდიების მოსწავლეთა ნამუშევრების და ეთნოგრაფიული მასალების გამოფენა.
გაიმართება სპორტული ღონისძიებები: დოღი, ჭიდაობა, ლახტი, ჭადრაკი, გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.

ვრცლად
2018-05-21

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის სასწავლო/ტრენინგკურსში  „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“  მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსის მიზანია  მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.   

ვრცლად
2018-05-21

პიროვნული განვითარების პროგრამა - სამსახურის ძიების ეფექტური გზები, CV და სამოტივაციო წერილის შედგენის ტექნიკები და წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

პროექტის ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით’’ ფარგლებში დაგემილია პიროვნული განვითარების პროგრამა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალებისათვის - ტრეინინგი სამსახურის ძიების ეფექტური გზების, CV და სამოტივაციო წერილის შედგენის ტექნიკებისა და წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.

ვრცლად
2018-05-18

„ანიმაციის განვითარების ფონდი“ 2018 წლის 21-22 მაისს ქ.დმანისში ატარებს ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალს „თოფუზი“. ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და რეგიონებში მოიცავს ორ დღეს:
პირველ დღეს  21 მაისს  13:00 -16:00 საათამდე მოეწყობა ვორქშოპი „ანიმაცია ურთიერთობის
მხატვრული ფორმაა“, სადაც ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდები გაეცნობიან ანიმაციის წარმოების პროცესს და პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად შექმნიან მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქ.ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში „თოფუზი“საკონკურსო პროგრამაში „ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ანიმაციური ფილმი“.

ვრცლად
2018-05-15

27 მაისს 12:00 საათზე გომარეთის კულტურის სახლში გაიმართება ღონისძიება სადაც მონაწილეობას მიიღებენ: გომარეთის ფილიალის ქორეოგრაფიული ანსამბლი ქციელები, სულთმოფენობის ტაძრის მგალობელთა გუნდი, რეპერი ლევან სარსევანიძე.
მოეწყობა ააიპ ,, დამანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ სტუდიების მოსწავლეთა ნამუშევრების და ეთნოგრაფიული მასალების გამოფენა.
გაიმართება სპორტული ღონისძიებები: დოღი, ჭიდაობა, ლახტი, ჭადრაკი. გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.

ვრცლად
2018-05-04
დმანისის მუნიციპალიტეტში 26 მაისის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით კვირეულის მოსაწყობად მზადება მიმდინარეობს.
კვირეულში მუნიციპალიტეტში არსებული ყველა ააიპ სამსახურის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
გაიმართება ხატვისა და რეწვის ნიმუშების გამოფენა საესტრადო სტუდიისა და ააიპ სამუსიკო სკოლის ბავშვების კონცერტი
ჭადრაკის ტური. საბავშვო ბაღის უფროსი ასაკის აღსაზრდელები მოხატავენ ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფილაქნებს დამოუკიდებლობის დღეს ჩატარდება დასკვნითი კონცერტი.
ვრცლად
2018-04-24

30 აპრილს 14:00 საათზე 

ააიპ დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართება ღონისძიება "წიგნი ცოდნის დედაა".

ვრცლად
2018-04-23

„ახალგაზრდული ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში 24 და 25 აპრილს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სოფელ განთიადის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება ტურნირი მინი-ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს დმანისის მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლა (როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში).

ვრცლად
2018-04-23

24 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C" ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდება.მობილური ამბულატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ასკაკლიანსა და ბოსლებში იქნება განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩაიტაროს ,,C" ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება.

11:00 საათი სოფელი ბოსლები 
13:00 საათი სოფელი აზკაკლიანი

ვრცლად
2018-04-20

25 აპრილი 13:00 საათი

ქ.დმანისი 26 მაისის ქ. N 17

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში. პროექტი, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის დაკვეთით, უშუალოდ განახორციელა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა, მათ მიერ შერჩეული კონტრაქტორი კომპანიის საშუალებით (CESCO).

ვრცლად
2018-04-18

23 აპრილს 16:00 საათზე წიგნის საეთაშორისო დღეს

ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკე სამსახური, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში, მოაწყობს წიგნების გამოფენა-გაყიდვას.

მსახიობი, მეტყველების პედაგოგი, მარიამ კახეთელიძე კულტურის ცენტრის სცენაზე ჩაატარებს მასტერკლასს მეტყველების კულტურაში და ისაუბრებს ქართულ ენაზე მეტყველების წესებსა და თავისებურებებზე.

ღონისძიება დასრულდება სპექტაკლის პრემიერით ,,იავნანამ რა ჰქმნა". დასწრება თავისუფალია.

ვრცლად
2018-04-18

უანგარო დონორთა აქციაში ჩართვის მზადყოფნის გამოთქმის შემთხვევაში, დონაციის განხორციელების მიზნით გთხოვთ გამოცხადდეთ ხვალ 19 აპრილს დმანისის სასწრაფო დახმარების შენობაში 11:00 საათზე.

ვრცლად
2018-04-17

22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ ადგილებში ჩატარდება დასუფთავების აქცია. 
დასუფთავების აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვა და ქალაქში სუფთა გარემოს შენარჩუნებაა.

ვრცლად
2018-04-17

ღონისძიება აერთიანებს:

1.დედა ენის დღეს
2. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
3. სიყვარულის დღეს.

ვრცლად
2018-04-05

ძვირფასო დმანისელებო გაცნობებთ, რომ მერიის გადაწყვეტილებით აღდგომის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოგემსახურებათ შემდეგი განრიგით:

ვრცლად
2018-04-02

9 აპრილის 12:00 საათზე

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორილი შეიმკობა ყვავილების გვირგვინით და ანთებული სანთლებით. 
ღონისძიებაში ჩაერთვებიან დმანისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები და საჯარო სკოლები.

ვრცლად
2018-03-28

პირველი ტური გაიმართება 2 აპრილს 13:00 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე. 
დასწრება თავისუფალია. გთხოვთ მობრძანდეთ და უგულშემატკივროთ ფავორიტ გუნდს.
დმანისის მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი არის ექვსი გუნდი.

ვრცლად
2018-03-26

დმანისის მუნიციპალიტტის მერია გაცნობებთ, რომ სტუდენტებისთვის, უსინათლოებისათვის, ვეტერანებისა და დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის, უფასოდ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი: დმანისი-თბილისი, თბილისი-დმანისის მიმართულებით, კვირაში ორი დღე, ორშაბათსა და პარასკევს.

ვრცლად
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები