დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

თოფუზი
31 მაი 2019
 

„ანიმაციის განვითარების ფონდი“ 2019 წლის 5-6 ივნისს ქალაქ დმანისში ატარებს ანიმაციური ფილმების მე -11 საერთაშორისო ფესტივალს „თოფუზი“. ფესტივალი გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და რეგიონებში მოიცავს ორ დღეს: პირველ დღეს, 5ივნისს, 13:00-16:00 საათამდე მოეწყობა ვორქშოპი „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმაა“, სადაც ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდები გაეცნობიან ანიმაციის წარმოების პროცესს და პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად შექმნიან მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში „თოფუზი“ საკონკურსო პროგრამაში „ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ანიმაციური ფილმი“. ფესტივალის მეორე დღეს, 6 ივნისს 12:00-15:00 საათამდე მოეწყობა კინოჩვენებები. ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები ბავშვებთან ერთად მოაწყობენ ქუჩის თეატრალიზებულ მსვლელობას ე.წ. „ბარაბან-შოუს“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4990
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
5907
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები