დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

ნოვრუზ-ბაირამი
17 მარ 2018
 

2010 წლიდან ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. აუცილებლად ყველა ოჯახში უნდა იყოს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება წითელი კვერცხები. ამზადებენ ტკბილეულს და ერთმანეთთან სტუმრად მიდიან. სადღესასწაულო დღეები 19 მარტიდან იწყება და 4-5 დღე გრძელდება.

ღონისძიების ფარგლებში 21 მარტს 13:00 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში, გაიმართება რეწვის, ხატვის, ხეზე კვეთის სტუდიების ნამუშევრების და ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სხვადასხვა ანსამბლები და სტუდიები. დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდება სპორტული ღონისძიებები: დოღი, მკლავჭიდი, ძალოსნობა, კროსი. გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები. 
ღონისზიებაზე მოწვეულ საპატიო დმანისელებს, ,,აღსაკალებს“ -გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.

მილოცვები:

1.დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი
2.საპატიო სტუმრები

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4159
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
5978
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები