დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი
30 მარ 2017
 

2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.
შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას.
უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან:
ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.
ამასთან, ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ 3 თვე.
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში;
მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
რეკომენდირებულია გამგზავრებამდე ,,შენგენის კალკულატორის" გამოყენებით ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ნებადართული დღეების რაოდენობა.
უვიზო მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ- გვერდზე არსებული გზამკვლევის მეშვეობით: http://mfa.gov.ge-visa-free-guide/apsx და ასევე http:www.geoconsul.gov.ge/ka

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6368
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
13525
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    ივნ 15 ორშ 2026
    415
    ივნ 08 ორშ 2026
    439
    მაი 22 პარ 2026
    1376
    მაი 15 პარ 2026
    1358