დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილმა და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადაშვილმა სოფელ გომარეთის მცხოვრებლებს სახალხო ზეიმი - ,,გომარეთობა" მიულოცეს.
ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად, გომარეთის კულტურის სახლთან, სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, კონცერტი და სპორტული აქტივობები. გამოვლინდნენ „საპატიო გომარეთელები“, რომელთაც, მერიის სახელით, სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ.
სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა სოფელში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსის, დიონისე გვიმრაძის ინიციატივით 2017 წლიდან განახლდა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიგა ნამიჭეიშვილი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული, პროტოსინგელოსი დიონისე გვიმრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.